აირჩიეთ რეგიონი
ge

ჩვენს შესახებ

მისია და ხედვა

ავაშენოთ სანდო და წარმეტებული ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია კავკასიაში.

დავეხმაროთ კომპანიებს აწარმოონ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა უფრო ეფექტურად ჩვენი პროდუქტების და მომსახურებების დახმარებით, ვიყოთ მათთვის სანდო და ძლიერი პარტნიორი.

ხელი შვუწყოთ საქართველოში ინფორმაციული ტექნოლიგიების დარგის განვითარებას და მომსახურების ევროპული სტანდარტების დანერგვას.

ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც კომპანია Comp Rzeszów დაფუძნდა. კომპანიამ განავითარა საკუთარი IT სისტემა საბანკო სექტორისთვის. 2004 წელს კომპანია შევიდა ვარშავის საფონდო ბირჟაზე. ეს იყო საერთაშორისო განვითარების დასაწყისი, ჩამოყალიბდა Asseco Poland და Asseco Central Europe. კომპანია ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში, ჰყავს 20 000-ზე მეტი თანამშრომელი. Asseco შესულია თელ-ავივის საფნოდო ბირჟისა და American NASDAQ Global Market-ის სიაში. იგი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად განვითარებადი IT კომპანია. დღეს Asseco არის ყველგან, სადაც ბიზნესი და ინფორმაციული ტექნოლოგიები ერთიანდება. ჩვენი განვითარების სტრატეგიაა პარტნიორობა. გვაქვს 25 წლიანი უამრავი წარმატებული პროექტის ისტორია. სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ ყველაზე დიდი IT კომპანიის წოდებას ვარშავის საფონდო ბირჟაზე. ამ წლების განმავლობაში არაერთ სექტორთან გვიმუშავია. ამ გამოცდილებაზეა დაფუძნებული ჩვენი ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების პროდუქტები. Asseco-ს სტანდარტებს შეესაბამება სერტიფიკაციებიც: ISO 9001, ISO 27001, AQAP 2110 i 2210, WSK Certificate, ISO 14001…

Onyx Consulting (ამჟამად „ასსეკო ჯორჯია“) 2013 წელს გახდა ასეკო ჯგუფის წევრი საქართველოში. კომპანის დამფუძნებლები არიან Asseco Poland და ქართველი ბიზნესმენების ჯგუფი.  დაარსების დღიდან ჩვენი კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდება და არა ერთი დიდი IT პროექტი განახორციელა.

ჩვენი კლიენტები არიან წამყვანი კომპანიები თავიანთ სფეროებში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ისინი ხასიათდებიან განვითარებით, საუკეთესო მომსახურებითა და მიღწევებით.

ჩვენი თანამშრომლები არიან თავიანთი საქმის სპეციალისტები. პროექტები ხორციელდება სიყვარულითა და ზრუნვით, რაც აისახება თავად პროდუქტზეც. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კომუნიკაციას, ამით ვაღწევთ საუკეთესო შედეგს თანამშრომლებთან ისევე, როგორც მომხმარებელთან.

ჩვენ არ ვთვლით თავს თქვენი ბიზნესის მცოდნედ. ჩვენი რჩევები, შემოთავაზებული პროგრამები თუ გადაწყვეტილებები გამომდინარეობს თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან. ჩვენ გეხმარებით უკეთ აკეთოთ თქვენი ბიზნესი უახლესი IT ტექნოლოგიების გამოყენებით.

დღესდღეობით ასეკო წარმოადგენს წამყვან IT კომპანიას კავკასიაში, რომლის  პროდუქტები და მომსახურება ფართოდ გამოიყენება წამყვანი კომპანიების მიერ ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საფინანსო სექტორი, დაზღვევა, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაცია, საჯარო სექტორი, ინფრასტრუქტურა და სხვა.

 

სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ სერვისების გვერდს.