აირჩიეთ რეგიონი
ge
  • GE
  • EN

ასეკო საქართველომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე

2014 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობისა და ევრო კომისიის ეგიდით გაიმართა საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია თბილისში.

კონფერენციაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც იზრდება საქართველოსა და ევროპის ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის მოახლოებასთან ერთად. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოს მთავრობისა და ევრო კომისიის წარმომადგენლები. კონფერენცია გახსნეს ევრო კომისიის პრეზიდენტმა ბ-ნმა ხოზე მანუელ ბაროზომ და საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასეკო საქართველოდან პარტნიორი და გენერალური დირექტორის მოადგილე - ბ-ნი გიორგი ონიანი - იღებდა მონაწილეობას პანელში - საქართველოში მომსახურების სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობები.