აირჩიეთ რეგიონი
ge

ასსეკო

მისია
უზრუნველვყოთ მომხმარებელი საუკეთესო გადაწყვეტილებებით. ვიყოთ სანდო და უმაღლესი სტანდარტების მქონე პარტნიორი. ჩვენი ურთიერთობები დაფუძნებულია პარტნიორობაზე, ნდობასა და დიალოგზე.

ხედვა
ავაშენოთ უმაღლესი სტანდარტების მქონე, ადამიანებზე ორიენტირებული კომპანია.

ასეკო ჯგუფი არის ფედერაცია კომპანიებისა, რომლებიც ჩართულნი არიან საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ასეკო ჯგუფი ოპერირებს, როგორც უმეტეს ევროპულ ქვეყანაში აგრეთვე, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და კანადაში. ჯგუფის კომპანიები არიან წარმოდგენილნი როგორც ვარშავისა და თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე, ასევე ამერიკულ NASDAQ Global Markets-ზე. ასეკო ჯგუფი გთავაზობთ საკუთარ ყოვლისმომცველ ინფორმაციულ ტექნოლოგიურ (IT) გადაწყვეტილებებს ეკონომიკის ყველა სექტორისთვის. საკუთარი გადაწყვეტილებებს უჭირავს ასეკოს გაყიდვების წილის ნახევარზე მეტი. ეს, იძლევა შესაძლებლობას, რომ ასეკო მოხვდეს ევროპის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიათა ათეულში ("Top 100 European Software Vendors" რეიტინგი გამოქვეყნდა Truffle Capital-ის მიერ 2012 წლის დეკემბერში).

 

ასეკო ჯგუფი სპეციალიზირებულია პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებასა და განვითარებაში. ჩვენ ვავითარებთ და ვნერგავთ ცენტრალიზებულ და ყოვლისმომცველ ინფორმაციული ტექნოლოგიურ (IT) სისტემებს საბანკო სექტორში. ჩვენი პორტფოლიო ასევე შეიცავს როგორც სადაზღვეო დაწესებულებებისთვის მოწინავე გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაინერგა ამ სექტორის ძირითად კომპანიებში, ასევე საჯარო ადმინისტრაციებისთვის განკუთვნილ ინფორმაციული ტექნოლოგიურ (IT) სისტემებს. ასეკო ჯგუფი ასევე წარმატებით აწვდის პროდუქტებს და სერვისებს არა მხოლოდ კომუნალურ, სატელეკომუნიკაციო, სასოფლო-სამეურნეო და მრავალ სექტორებს, არამედ საერთაშორის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, როგორიც არის „ნატო“ ან ევრო კავშირი.